საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ემიგრანტებსა და სამშობლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. - კვირის პალიტრა

საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ემიგრანტებსა და სამშობლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. სამშობლო არ არის მხოლოდ ჩვენი მიწა-წყალი, ეს არის ჩვენი ფესვები, აქ დიდი მადლი ტრიალებს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი წასულია უცხოეთში და ის არ არის დარწმუნებული, რომ ყველანი დაბრუნდებიან. "ადამიანმა "ლუკმაპურისთვის არ უნდა დატოვოს სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. კარგავს ჩვენი წინაპრების მფარველობასა და ლოცვას", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის აზრით, არ შეიძლება ახალგაზრდა თაობის უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა, რადგან ახალგაზრდები ჯერ კიდევ არ არიან განმტკიცებული საკუთარ სულიერებაში და შესაძლოა უცხოეთში წასვლამ მათ ზიანი მოუტანოს. "ვისაც შრომა უყვარს, ის აქაც იშოვის ფულს. სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა. უფალი ლოცავს და გაამთლიანებს საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა ემიგრანტებსა და სამშობლოს მნიშვნელობაზე იქადაგა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების