"ხელისუფლებამ ქვეყანა საბჭოთა საქართველოს დაამსგავსა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ ქვეყანა საბჭოთა საქართველოს დაამსგავსა"

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო მოდერნიზებულ საბჭოთა სახელმწიფოს დაამსგავსა.

მისი თქმით, სააკაშვილს ქვეყანა უპერსპექტივობისკენ მიჰყავს, მმართველობის ფორმა კი ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმში გადადის. ადამიანის უფლებები, თავისუფალი მედია, დემოკრატიული ღირებულებები იგნორირებულია და ქვეყანას პოლიციური რეჟიმი მართავს.

ბურჯანაძე იმედს საზოგადოების გამოფხიზლებასა და სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე ამყარებს.

"ხელისუფლებამ ერთგვარად დაგვაკომპლექსა, ვინც მიტინგზე გავა, თითქოს ყველას სახელმწიფო გადატრიალება სურს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ნებადართული, ცივილიზებული და კონსტიტუციური გზით", - განაცხადა ბურჯანაძემ.