კონსტანტინე გამსახურდია რუსეთის პროკურატურას როსტოვის ექსპერტიზის თანდართულ ფოტომასალებს სთხოვს - კვირის პალიტრა

კონსტანტინე გამსახურდია რუსეთის პროკურატურას როსტოვის ექსპერტიზის თანდართულ ფოტომასალებს სთხოვს

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია რუსეთის

პროკურატურას როსტოვის ექსპერტიზის თანდართულ ფოტომასალებს სთხოვს.

მისი თქმით, ეს ფოტომასალა პრეზიდენტის ნეშტისაა, რომელიც ექსპერტიზის მიზნით როსტოვის ერთ-ერთ ინსტიტუტში იყო გადაგზავნილი.

"9 ფოტო არის უშუალოდ თავის ქალის და სწორედ ამ ფოტომასალას ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნები",  - დასძინა გამსახურდიამ.

კონსტანტინე გამსახურდიამ მიმართვა გაუგზავნა ფინეთის პროკურატურასაც და მოითხოვა, მისცენ ამ ქვეყანაში მყოფი ერთ-ერთი მთავარი მოწმის ბესარიონ გუგუშვილის მოსმენის შესაძლებლობა.