პარლამენტთან დევნილების, გარე მოვაჭრეებისა და პედაგოგთა აქცია გაიმართა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან დევნილების, გარე მოვაჭრეებისა და პედაგოგთა აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან კონსერვატორებისა  და "ხალხის პარტიის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ინიციატორები იყვნენ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა, გარე მოვაჭრეთა ლიგა და პედაგოგთა ასოციაცია.

აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ბაზრობის გარე მოვაჭრეები, დევნილები, პედაგოგები, მოძრაობა "გადავარჩინოთ სიცოცხლე",“მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ნათელა მაჭავარიანი, ადვოკატები გელა ნიკოლაიშვილი, ლია მუხაშავრია და სხვები.

აქციის მონაწილეებმა დევნილებისთვის თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართობის გადაცემა, გარევაჭრობის ცივილიზებული ფორმით დაკანონება და საჯარო სკოლებიდან დათხოვნილი პედაგოგების სამსახურში აღდგენა მოითხოვეს.

მათივე განცხადებით, უნდა შეწყდეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვა, რომელიც,  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში უვადოდ დატოვებას ითვალისწინებს.