ურეცეპტოდ წამლების გაყიდვა შეიზღუდება - კვირის პალიტრა

ურეცეპტოდ წამლების გაყიდვა შეიზღუდება

ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის განცხადებით, 2011 წლის პირველი იანვრიდან რეცეპტის გარეშე, პირველადი მოხმარების მედიკამენტების გარდა, არც ერთი

წამალი არ გაიყიდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, რეცეპტის გარეშე რომელი წამლების გაყიდვა აიკრძალება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ საკითხზე ფარმაცევტულ კომპანიებთან და ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებლებთან მუშაობა მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ინიციატივაში, რომლითაც სამინისტრო პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს, ყველა ამ მედიკამენტის დასახელება დეტალურად იქნება გაწერილი.

ურუშაძის განცხადებით, მოქალაქე ხშირად ოფიციალური დოკუმენტის გარეშე მიდიოდა აფთიაქში და იღებდა იმ წამალს, რომელიც შესაძლოა, ფალსიფიცირებული ყოფილიყო.