მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
11-10-2010
შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, მომავალი წლიდან მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

"ერთ წელიწადში ვაპირებთ, მძღოლებს მართვის მოწმობის ტარების ვალდებულება გავუუქმოთ. პატრული საჭესთან მჯდომს სახელსა და გვარს შეეკითხება, შემდეგ კი კომპიუტერის ეკრანზე შეამოწმებს, შეესაბამება თუ არა ფოტო. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სახელმწიფო ბიუროკრატიის შესამცირებლად. რაც ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის პირად საქმეებში, მით უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა
სამინისტრო საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზეა გადასული.


რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?