ე.წ. თურქი-მესხების დაბრუნების პროცესი დაიწყება - კვირის პალიტრა

ე.წ. თურქი-მესხების დაბრუნების პროცესი დაიწყება

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძის ინფორმაციით, 2011 წლიდან საქართველოში ე.წ. თურქი-მესხების

დაბრუნების პროცესი დაიწყება. მისი თქმით, შესაბამისი კანონი უკვე მოქმედებს და ყველა იმ პირს, რომელმაც რეპატრიანტის სტატუსის მიღების თაობაზე საქართველოს დევნილთა სამინისტროს მიმართა, საქართველოში ჩამოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის შერჩევის საშუალება მიეცემა.

სახელმწიფოს ე.წ. თურქი-მესხების განსახლების ხარჯების გაღების ვალდებულება არ აუღია და რეპატრიანტებს სახლების შეძენა თავიანთი ხარჯებით მოუწევთ.

გასული საუკუნის 40-იან წლებში რამდენიმე ათეული ათასი ე.წ. თურქი-მესხი საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს სამხრეთ რეგიონებიდან ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. მათი შთამომავლები რუსეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ცხოვრობენ.