ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორს სცემეს - კვირის პალიტრა

ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორს სცემეს

ტელეკომპანია "თრიალეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაკავების დროს არხის დირექტორს, ჯონი ნანეტაშვილს სცემა, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა და კისრის ტრავმა მიიღო.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ნანეტაშვილმა სამედიცინო შემოწმება გორის ჰოსპიტალში გაიარა. ნანეტაშვილმა სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ პატრულმა მას ბრალი დასდო, თითქოს საჭესთან მობილურ ტელეფონზე ლაპარაკობდა. როცა ნანეტაშვილმა ბრალდება უარყო, პოლიციამ მანქანის საბარგულის გახსნა სთხოვა.

სწორედ ამ დროს მეორე პოლიციელმა  ხელბორკილი დაადო. მას სხვა პოლიციელებიც შეუერთდნენ და ხელბორკილდადებულს მანქანაზე თავი მიარტყმევინეს, შემდეგ  ძირს დააგდეს და ცემა განაგრძეს.

ნანეტაშვილი თავის დაკავებას და ცემის ფაქტს ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელი სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.