აფხაზეთში მეჩეთი დაცხრილეს - კვირის პალიტრა

აფხაზეთში მეჩეთი დაცხრილეს

გუდაუთაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს“მეჩეთის ეზოში შეკრებილ ხალხს. ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით,

თავდამსხმელი ოთხი იყო. მათ მიმალვა მოახერხეს. ადგილობრივი რეჟიმის შსს-მ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გაგრაში 17 ივლისს ადგილობრივ მუსლიმანთა ხელმძღვანელი ემიქ ჩაქმაჩ-ოღლი მოკლეს. მანამდე სოხუმის მეჩეთის იმამი სალიხ კვარაცხელია აფეთქებას გადაურჩა.