რამზან კადიროვმა პუტინისთვის იცეკვა - კვირის პალიტრა

რამზან კადიროვმა პუტინისთვის იცეკვა

გროზნოში, აჰმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის მოედანზე, მუსიკალური შადრევანი გაიხსნა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის სახელს ატარებს.

შადრევნის გახსნის საზეიმო ცერემონიაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვიც მონაწილეობდა. მისი თქმით,  ამ შადრევნით თავის კერპს, ვლადიმირ პუტინს 58-ე დაბადების დღეს ულოცავს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჩეჩენთა ლიდერმა შადრევნის გარშემო დავლურიც დაუარა და თავაისი ქორეოგრაფიული შესაძლებლობებიც წარმოაჩინა.

რუსეთის პრემიერის დაბადების დღე ჩეჩნეთში ნამდვილ სახალხო დღესასწაულად აქციეს. სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასთან ერთად, გუდერმესის იპოდრომზე პუტინის იუბილესადმი მიძღვნილი დოღიც გაიმართა, რომლის გამარჯვებულს თოყოტა Land cruiser-200 ერგო.