ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის შეხვედრა გაიმართა - კვირის პალიტრა

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სხვა ოფიციალური პირები.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, საქართველომ რეფორმების განხორციელების კუთხით ბევრი გააკეთა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დაეხმარება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაში, რომ რუსეთის ჯარებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვონ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრებას. იმედი გამოთქვა, რომ ნატოს ლისაბონის სამიტის შედეგების მიხედვით, ოფიციალური თბილისი ალიანსს კიდევ უფრო მიუახლოვდება.