უწმინდესმა ქართველ ხალხს ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდა - კვირის პალიტრა

უწმინდესმა ქართველ ხალხს ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდა

ქართული ენის მნიშვნელობაზე პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დასრულებისას ისაუბრა: "მინდა ვისაუბრო იმ ფასეულობებზე, რომელიც უნდა შევინახოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოება, ქართული ენა, კულტურა, ლიტერატურა, პოეზია".

პატრიარქის განცხადებით, ქართული ენა უძველესი, უტკბილესი, განსაკუთრებით მადლმოსილი ენაა. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს სამივე დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. პატრიარქს მიაჩნია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციაზე, მათი სახელწოდებები სამივე დამწერლობით უნდა იყოს გაკეთებული.