უწმინდესმა ქართველ ხალხს ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდა
11-10-2010
ქართული ენის მნიშვნელობაზე პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დასრულებისას ისაუბრა: "მინდა ვისაუბრო იმ ფასეულობებზე, რომელიც უნდა შევინახოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოება, ქართული ენა, კულტურა, ლიტერატურა, პოეზია".

პატრიარქის განცხადებით, ქართული ენა უძველესი, უტკბილესი, განსაკუთრებით მადლმოსილი ენაა. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს სამივე დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. პატრიარქს მიაჩნია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციაზე, მათი სახელწოდებები სამივე დამწერლობით უნდა იყოს გაკეთებული.

მროველი
10 ნოემბერი 2010 21:50
მადლობა ღმერთს რომ დედაეკლესია მაინც იბრძვის ქართული ენის დასაცავად... თუმცა ცოტა არ იყოს სამარცხვინოა, მაინცამაინც პატრიარქმა უნდა გვითხრას რომ ენა დავიცვათ, ხეები დავრგოთ, ბუნებას გავურთხილდეთ, .. ნუთუ ხალხში ამის მოთხოვნილება არ არის?!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?