"ძალიან გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა" - კვირის პალიტრა

"ძალიან გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა"

მიუხედავად იმისა, რომ "ქართული პარტიის" დამფუძნებლები ოპოზიციურ სპექტრთან თანამშრომლობას აპირებენ, "ეროვნული ფორუმის" ლიდერისაგან

თანამშრომლობაზე უარი უკვე მიიღეს. კახა შარტავას თქმით, ერთჯერადი პრეზენტაცია პარტიის დაფუძნებას არ ნიშნავს.

"მათ უნდა განაცხადონ, რისთვის და რატომ აფუძნებენ პარტიას და რა ვადაში განიხილავენ ამ პარტიის ისეთ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას, რასაც პოლიტიკური სუბიექტი ჰქვია. ზოგიერთს, რომელიც ამ პარტიაში შეიძლება გაწევრდეს, საერთოდ არ ვიცნობ. ზოგიერთთან მაქვს მუშაობის გამოცდილება. იმდენი განსხვავებაა ჩვენს შეხედულებებსა და მუშაობის სტილში, ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა", - განაცხადა შარტავამ.