"საქართველოში დავბრუნდები და ყველა ურჯულოს ვიპოვი" - კვირის პალიტრა

"საქართველოში დავბრუნდები და ყველა ურჯულოს ვიპოვი"

სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მალხაზ გულაშვილის განცხადებით, ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება და ყველა იმ პირს იპოვის, ვინც მის საქმესა და ოჯახთან ბრძოლა წამოიწყო.

"სამშობლოში აუცილებლად დავბრუნდები და ყველა ურჯულოს ადგილს მივუჩენ, ვიპოვი ყველას, ვინც უკანონოდ მოგვისაჯა მე და ჩემს შვილს პატიმრობა. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას მაბრალებენ, რუსეთი არაფერში მადანაშაულებს და ამათ რა რჯით? მე ხომ რუსეთის საზღვარი გადავკვეთე და ისინი არ მთხოვენ პასუხს", - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა. მისივე თქმით, 16 წლის ვაჟი იმ მიზეზით გადაიყვანა რუსეთში, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

"კარგად იცით, თუ როგორ გაუსწორდნენ გირგვლიანს, რობაქიძესა და ვაზაგაშვილს. არც მე მქონდა გარანტია, რომ ჩემს შვილს არაფერს დაუშავებდნენ. როცა ფაშიზმზე ლაპარაკობენ, კარგად გააცნობიერონ, თავად არიან ფაშისტები - 16 წლის მოსწავლეს სკოლაში სიარულის საშუალება არ მისცეს"", - განაცხადა გულაშვილმა.