"ბლეფისათვის ვიღაცას მოხვდება" - კვირის პალიტრა

"ბლეფისათვის ვიღაცას მოხვდება"

ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე სვანეთში კონკურენტუნარიანი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების პერსპექტივას ბლეფს

უწოდებს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტი "ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა".

თორთლაძის განმარტებით, კონკურენტუნარიანი სამთო-სათხილამურო კურორტის მოსაწყობად საჭიროა 10-12-კილომეტრიანი ტრასები, რაც მესტიაში არ არის. იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მესტიაში სველი თოვლია, რაც ნამდვილად არ არის ასეთი კურორტისთვის სასურველი. თორთლაძე იმედოვნებს, რომ ამ ბლეფისთვის "ვიღაცას აუცილებლად მოხვდება".