გრიგოლ ვაშაძე კარასინს ურჩევს - კვირის პალიტრა

გრიგოლ ვაშაძე კარასინს ურჩევს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებაზე პრეტენზია არ ექნება, თუკი ეს უკანასკნელი ორგანიზაციის ყველა წესსა და პროცედურას დაიცავს.

გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრდება, რადგან აშშ საქართველოს გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს.

ვაშაძის თქმით, თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციაში შესვლას დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით შეძლებს, მაშინ გრიგორი კარასინი ცდება. ამასთან,  კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და არა  - აშშ-ის, შესაბამისად, ის აშშ-ის განზრახვაზე განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.