რუსები პერევიდან გავლენ - კვირის პალიტრა

რუსები პერევიდან გავლენ

14 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკების მეცამეტე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ უახლოეს

დღეებში რუსი მესაზღვრეები საჩხერის რაიონის სოფელ პერევს დატოვებენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე განლაგდებიან.

სოფლის მოსახლეობის ცნობით, პერევში ჯერ არაფერი შეცვლილა, რუსი სამხედროების პოსტი სოფლის შესასვლელში რჩება. სამხედროებიც სოფელში შესვლისთვის საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტებს სთხოვენ.