ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა
მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა. იმის გამო, რომ ჭაბუა ამირეჯიბს გადაადგილება უჭირს, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ მას ბერად აღკვეცის ლოცვა სახლში წაუკითხა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. მას მეუფე სერაფიმემ წესის შესრულების შემდეგ ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცა და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცა. ბერ დავითს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით წერის გაგრძელების უფლება აქვს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!