მიმოქცევაში რვა ახალი ქართული საფოსტო მარკა შევიდა - კვირის პალიტრა

მიმოქცევაში რვა ახალი ქართული საფოსტო მარკა შევიდა

საფოსტო მარკების პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, ახალი საფოსტო მარკების მიმოქცევაში შესვლას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რომ ქართული კულტურა, ისტორია, ფლორა, ფაუნა, მეცნიერებისა და სპორტული მიღწევები მსოფლიომ გაიცნოს.

მიმოქცევაში შესული ახალი საფოსტო მარკები შემდეგი თემატიკისაა: ქართული ანბანი - მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა; ნოდარ ქუმარიტაშვილი; ასტრონომია; დავით გარეჯი; საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები; საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები; საქართველოს ფლორა; საქართველოს ფაუნა.