რიონმა სოფელ პატარა ფოთთან ასობით სახლი დატბორა - კვირის პალიტრა

რიონმა სოფელ პატარა ფოთთან ასობით სახლი დატბორა

მდინარე რიონმა სოფელ პატარა ფოთთან ნაპირდამცავი დამბა გაარღვია და ასობით სახლი დატბორა. ზოგ ადგილას წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, წყალდიდობის გამო დახოცილია მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. განადგურდა საოჯახო ტექნიკა და სიმინდის ყანები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულ იქნა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფები, ასევე, სამხარეო ადმინისტრაცია. ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია.