რუსეთის მთავრობის სახლის წინ პლაკატი "პუტინ, წადი!" გადმოკიდეს - კვირის პალიტრა

რუსეთის მთავრობის სახლის წინ პლაკატი "პუტინ, წადი!" გადმოკიდეს

მოძრაობა "ობორონას" აქტივისტებმა მოსკოვში, მთავრობის სახლის წინ, პლაკატი "პუტინ, წადი!" გადმოკიდეს. "ობორონას" აქტივისტების გაკვირვება იმან გამოიწვია,

რომ მილიციას მათთვის უსანქციო აქციის ჩატარებასა და პლაკატის გადმოკიდებაში ხელი არ შეუშლია.

მოგვიანებით, მილიციის უყურადღებობის მიზეზიც გაირკვა, კერძოდ, იმავე დროს რუსული ოპოზიციური პარტიები იქვე საპროტესტო აქციის გამართვას ცდილობდნენ და სამართალდამცავებს ყურადღება მათკენ ჰქონდათ გადატანილი.