მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი გახდება - კვირის პალიტრა

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი გახდება

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვის მერის პოსტზე სერგეი სობიანინის კანდიდატურა მოიწონა. სობიანინი რუსეთის ვიცე-პრემიერი და მთავრობის აპარატის ხელმძღვანელია.

9 ოქტომბერს პარტია "ედინაია როსიამ" მედვედევს მერობის პოსტზე ოთხი კანდიდატურა შესთავაზა. სობიანინის გარდა, კანდიდატებს შორის იყვნენ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი, ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორი, წარსულში მოსკოვის ვიცე-მერი ვალერი შანცევი და რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელი ლიუდმილა შვეცოვა.

მედვედევმა მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი “პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის”მოტივით თანამდებობიდან 28 სექტემბერს გაათავისუფლა.