"მადლი უფლისა გააერთიანებს საქართველოს" - კვირის პალიტრა

"მადლი უფლისა გააერთიანებს საქართველოს"

საქართველომ 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის აშენებიდან  1700, ხოლო განახლებიდან 1000 წლისთავი აღნიშნა.

სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ აფხაზ და ოს ხალხებს მიმართა და  ქართველებთან ერთად ბედნიერება უსურვა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ასეთი ზეიმი არ ახსოვს საქართველოსა და ქართულ ეკლესიას.

"ასეთი წყალობისათვის ვმადლობთ უფალს. მე იმედი მაქვს, მადლი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს. ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. აფხაზები და ოსები ჩვენთან ერთად ბედნიერები იქნებიან. შევთხოვ უფალს, დამთავრდეს ეს განსაცდელი. გაიხარე, აფხაზეთო, გაიხარე, ცხინვალო! მადლი უფლისა გადმოდის მთელ საქართველოსა და თქვენზე.

არასდროს გვიფიქრია, რომ თქვენ მოწყვეტილი სხეული ხართ საქართველოსგან. თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი და ჩვენ ერთად ვიქნებით. გიხაროდეს სრულიად საქართველო. წყალობა უფლისა შენ ზედა", - ბრძანა პატრიარქმა.