"ქართული პარტია" გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

"ქართული პარტია" გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პარტია" ხელისუფლების შეცვლის მიზნით გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის და ბოლო ბრძოლა ჩვენთვის; ამ ნავში ჩვენ  შეგნებულად ჩავსხედით. ნავი ან ნაპირს მიადგება, ან ერთად ჩავიძირებით ყველანი", -  განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე განცხადებით, პარტიას ორი მიზანი აქვს: რეჟიმის შეცვლა და ქვეყანაში კეთილდღეობის დამყარება. ოქრუაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა ძალასთან, ვისთვისაც ეს ორი მიზანი მთავარია.

"ქართული პარტიის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, უახლოეს ხანში საქართველოში ჩამოვიდეს.

"ერთი მხრივ, შს სამინისტრო ავრცელებს ცნობას, თითქოს "წითელ ცირკულარში" აღარ ვარ; მეორე მხრივ, ახსენდებათ, რომ ძებნილი ვარ და პასუხი უნდა მაგებინონ. უახლოეს ხანებში მე მათ აუცილებლად მივცემ ამის შანსს"", - განაცხადა ოქრუაშვილმა.