კონსტანტინე გამსახურდიას პრეზიდენტობა უნდა - კვირის პალიტრა

კონსტანტინე გამსახურდიას პრეზიდენტობა უნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი და პარლამენტის დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

"მე მონაწილეობას მივიღებ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან ის ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდება", - აღნიშნა გამსახურდიამ.

გამსახურდიამ საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციის ახალი პროექტის პირველ და მეორე მოსმენებში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა მესამე მოსმენისას საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.