ლეიბორისტები ხელისუფლებას ინტერნეტის გაკონტროლებაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

ლეიბორისტები ხელისუფლებას ინტერნეტის გაკონტროლებაში ადანაშაულებენ

ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ინტერნეტმიმოწერების გაკონტროლებაში ადანაშაულებს და პარლამენტში კიბერსივრცის დაცვის შესახებ კანონპროექტის

შეტანას აპირებს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, პაატა ჯიბლაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი არ ჯერდება სატელეფონო საუბრების მოსმენას და ინტერნეტმიმოწერების გაკონტროლებასაც ცდილობს.

"კავკასუს ონლაინი", რომლის მფლობელიც იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ძმაა, ქვეყნის ინტერნეტსივრცეს კიბერსაშიშროებად აქცევს. მისი საშუალებით ძალოვანი სტრუქტურები სრულ ინფორმაციას იღებენ ინტერნეტის მომხმარებლების შესახებ.

"მინდა მივმართო ჩვენს თანამემამულეებს, მაქსიმალურად მოერიდონ “სკაიპსა და სხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებებში ისეთ თემებზე საუბარს, რომლის გახმაურებაც მათ ინტერესებში არ შედის, - განაცხადა პრესკონფერენციაზე პაატა ჯიბლაძემ და  დასძინა, - სხვა ქვეყნებში ინტერნეტსივრცის დაცულობა კანონმდებლობით კონტროლდება და აუცილებელია მსგავსი კანონი საქართველოშიც მიიღონ, ამიტომაც გეგმავს ჩვენი პარტია პარლამენტში კიბერსივრცის დაცვის შესახებ კანონპროექტის შეტანას".