ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი დაიხურა - კვირის პალიტრა

ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი დაიხურა

ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალის დასასრულს ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "Ëàìïà íå ãàñíåò", საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - "ნუბიურ ჯოჯოხეთში შთასვლა" და საუკეთესო ტელეპროექტი ,,დავით არსენიშვილი". ფესტივალზე ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის რამდენიმე ადამიანი დაჯილდოვდა. წლევანდელ ფესტივალში შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, საკონკურსოდ 38 ფილმი იყო წარმოდგენილი.

მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი სვეტიცხოვლის აგებიდან 1700 წელს და განახლებიდან 1000 წლისთავს მიეძღვნა. ფესტივალის დირექტორ მათე ტაკიძის განცხადებით, სამომავლოდ ფესტივალის გეოგრაფიული არეალი გაიზრდება და მას ეთნოგრაფიული, ანიმაციური და სტუდენტური ფილმები დაემატება.

ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. მისი დევიზი იყო:„"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება".“