ზაზა ჩაკვეტაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ზაზა ჩაკვეტაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ“ეროვნული ფორუმის” წევრ ზაზა ჩაკვეტაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ჩაკვეტაძე ეჭვმიტანილია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და თუ მას ბრალი დაუმტკიცდა, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიციამ ჩაკვეტაძე ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავა. ამ ბაზრობის მოვაჭრეებმა გაფიცვა გამოაცხადეს და ფიქსირებული გადასახადის დაწესება მოითხოვეს.

მათი მტკიცებით, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები საკონტროლო შესყიდვებს ახორციელებენ, ამასთანავე, სხვადასხვა მიზეზით, მოვაჭრეებს აჯარიმებენ და მაღაზიებს ულუქავენ.

აქციაზე “ეროვნული ფორუმის” წევრები მივიდნენ. მოვაჭრეებმა ბაზრობის ტერიტორიაზე შეღწევა სცადეს, თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა ისინი არ შეუშვეს. შეხლა-შემოხლა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც პოლიციამ მხოლოდ ჩაკვეტაძე დააკავა. დაცვის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტს და კამერა დაუმტვრიეს“IთV-ის”გადამღებ ჯგუფს.

ჩაკვეტაძის ადვოკატების მტკიცებით, მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" -” ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, ჩაკვეტაძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.