სუბელიანის გადაყენებას მოითხოვენ - კვირის პალიტრა

სუბელიანის გადაყენებას მოითხოვენ

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან "ხალხის პარტიისა" და "კონსერვატიული პარტიის" ორგანიზებით დევნილთა აქცია გაიმართა.

სამინისტროსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს შორის იყვნენ დევნილები, რომლებიც თბილისში არსებული სხვადასხვა ობიექტიდან გამოასახლეს და ისინიც, რომლებიც ჯერ არ გამოუსახლებიათ.

გამოსახლებული დევნილები სამინისტროსგან მოითხოვდნენ, რომ დაურიგდეთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობები თბილისში, ხოლო მათ, ვინც ჯერ არ გამოუსახლებიათ, დაკავებული ფართობები დაუკანონდეთ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის,“კონსერვატორ”ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დევნილების მოთხოვნები ერთი კვირის ვადაში არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციები მინისტრ კობა სუბელიანის გადაყენების მოთხოვნით გაიმართება.