ვერა ქობალიამ ურუზმაგ ქარქუსოვი სამსახურიდან დაითხოვა - კვირის პალიტრა

ვერა ქობალიამ ურუზმაგ ქარქუსოვი სამსახურიდან დაითხოვა

საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ თავისი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი სამსახურიდან დაითხოვა.

სამინისტროს წარმომადგენლების მტკიცებით, ქარქუსოვის სამსახურიდან დათხოვის მიზეზი ქართული ენის არცოდნა იყო. გავრცელებული ინფორმაციით კი ქარქუსოვმა სამსახური ოპოზიციასთან კონტაქტის გამო დაკარგა.

ქარქუსოვი მინისტრის მოადგილედ 2007 წელს დაინიშნა. მანამდე ის დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციაში თავის ძმებთან ერთად მუშაობდა. 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ქარქუსოვის ძმები რუსეთში გაიქცნენ და იქ თავშესაფარი ითხოვეს.