უსინათლოთა საზოგადოების დასახლებაში სახლი ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

უსინათლოთა საზოგადოების დასახლებაში სახლი ჩამოინგრა

ფონიჭალაში მდებარე უსინათლოთა საზოგადოების დასახლებაში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

ობიექტზე უსინათლოთა 12 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, საბედნიეროდ, ინციდენტის დროს ისინი შენობიდან გამოსულები იყვნენ.

როგორც “ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ შენობის რეაბილიტაციის თხოვნით თბილისის მერიას და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, მერიაში უსინათლოთა მსგავსი შინაარსის განცხადება არ შესულა, თორემ აუცილებლად დაეხმარებოდნენ(?!).

ფონიჭალაში მდებარე უსინათლოთა დასახლების ორსართულიანი შენობის ნანგრევებში18 წლის უსინათლო ლალი ქისიშვილი მოყვა. მოგვიანებით კი მაშველებმა ნანგრევებიდან 60 წლის ბორის ბერძენოვის ცხედარი ამოიყვანეს.

თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, რომ მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი ლალი ქისიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმეა, მაგრამ სტაბილური. "დაშავებულს აქვს ტრავმული შოკი. ყურადღება არ აკლია, პირად კონტროლზე მყავს აყვანილი.

ყველა საჭირო ხარჯს თბილისის მერია გაიღებს", - აღნიშნა მამუკა ქაცარავამ.