ფონიჭალაში ძმამ დას ყელი გამოსჭრა - კვირის პალიტრა

ფონიჭალაში ძმამ დას ყელი გამოსჭრა

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ძმამ დას ყელი გამოსჭრა.

ერთ-ერთი ვერსიით, 27 წლის გიორგი ფოლადაშვილს 500 დოლარის რაოდენობის ვალი ჰქონდა.

მან ფული დას, ეკას სთხოვა და უარი მიიღო. გამწარებულმა გიორგიმ დას დანით კისრისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 29 წლის ეკა ფოლადაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მოგვიანებით, გიორგი ფოლადაშვილი პოლიციას ჩაჰბარდა და დანაშაულიც აღიარა. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.