თბილისის მერიის ევაკუაცია მოხდა - კვირის პალიტრა

თბილისის მერიის ევაკუაცია მოხდა

19 ოქტომბერს უცნობმა პირმა თბილისის მერიაში დარეკა და განაცხადა, რომ შენობაში ბომბი იყო.

მერიაში განგაში გამოცხადდა და შენობა თანამშრომლებისგან დაიცალა. შენობა გამნაღმველებმა და პოლიციელებმა დაათვალიერეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.

პოლიციამ ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ შეძლო.