ქართულმა მხარემ ბელორუსის მოქალაქეები გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

ქართულმა მხარემ ბელორუსის მოქალაქეები გაათავისუფლა

ქართულმა მხარემ გაათავისუფლა ბელორუსის მოქალაქეები, რომელთაც დაარღვიეს კანონი“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ბრესტელი ცოლ-ქმარი, სემიონ და

ირინა დიაჩეკები, მომლოცველები იყვნენ.

მათ აფხაზეთში ახალი ათონის მონასტერი მოილოცეს, შემდეგ კი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ, სადაც ისინი პოლიციამ დააკავა. ზემოხსენებული კანონის დამრღვევს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა საქმეში ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერია და ქართულმა მხარემ ბრესტელი მომლოცველები გაათავისუფლა.