კადიროვი საქართველოს "ბოევიკების" მხარდაჭერაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

კადიროვი საქართველოს "ბოევიკების" მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი საქართველოს ჩეჩენი „ბოევიკების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, იგი ასევე აკრიტიკებს  ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩრდილოკავკასიელთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე.

"ადრე ისინი ფინანსებსა და იარაღს საქართველოს ტერიტორიიდან იღებდნენ. საქართველოს გავლითვე შედიოდნენ ჩეჩნეთში ბანდიტთა ჯგუფები. დღეს, ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთადერთი წყარო, ვინც მათ ეხმარება და სადაც ისინი ემზადებიან, საქართველოა", - აღნიშნა რამზან კადიროვმა.

რაც შეეხება ჩრდილოკავკასიელთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ჩეჩნეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო-ჩეჩნეთის ურთიერთობების განვითარება მხოლოდ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების შემთხვევაში შეიძლება.