საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით მსოფლიოში მე-100 ადგილზეა - კვირის პალიტრა

საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით მსოფლიოში მე-100 ადგილზეა

საერთაშორისო ორგანიზაციის -"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" - კვლევაში საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით მე-100 ადგილზეა, 2009 წელს კი ამავე ინდექსში 81-ე ადგილი ეკავა.

პირველ ხუთეულში შედიან ფინეთი, ისლანდია, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი.

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, - საქართველოში ინფორმაციის არე თანდათან იხურება, მცირდება იმ ჟურნალისტების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით.