ნინო ბურჯანაძე გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძე გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავსად, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი

ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner-ის დაკვეთით  ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს.

ბურჯანაძის თქმით,Greenberg Quinlan Rosner-ს “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მიხეილ სააკაშვილთან პირადი კონტაქტები აქვს და მათ გაპიარებაში ფულს უხდიან.

"ძალიან კარგად ვიცი, რომ კომპანია Greenberg Quinlan Rosner-თან ნაციონალურ მოძრაობას”კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ყველა კვლევაზე ორი ვარიანტი იდება: ერთი, როგორც წესი, გარე მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო მეორე - შიდა მოხმარებისთვის. ამჟამადაც ასეა და ჩვენ მხოლოდ გარე მოხმარებისთვის შექმნილი კვლევა გაგვაცნეს. შესაბამისად, ამ კომპანიის კვლევა არასანდოა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

გამოქვეყნებულ რეიტინგში  ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერად“ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე დასახელდა,  მეორე პოზიციაზე კი“"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% მიხეილ სააკაშვილისა და“ნაციონალური მოძრაობის კურსს ემხრობა, 28% კი - არ ეთანხმება; 83% მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 15%-ის დამოკიდებულება კი უარყოფითია.

გამოკითხულთა 58%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 26%-ის აზრით - ქვეყანა არასწორი გზით მიდის.