"25 ნოემბერს შეკრებილ ხალხს შინ არ გავუშვებთ" - კვირის პალიტრა

"25 ნოემბერს შეკრებილ ხალხს შინ არ გავუშვებთ"

წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ და ნურავის ექნება იმედი, რომ  25 ნოემბერს შეკრებილ ხალხს  ეკლესიაში წაიყვანენ ან შინ გაუშვებენ.

"სააკაშვილი  გვეუბნებოდა, რომ ომი მოიგო. სინამდვილეში, ცხინვალი დამწვარი ქართველი ჯარისკაცებით იყო სავსე. მის გამო მთელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ. იმასაც გვეუბნებიან, ეკონომიკური მდგომარეობით იაპონიას გავუსწარითო, ამ დროს კი ხალხი ნაგავში იქექება. ჩვენი სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი ამდენი ხანია თავზე გვაზის.

როგორ შეიძლება, რომ მატყუარა, მშიშარა კაცი თავზე გვყავდეს დასმული? ყველამ უნდა გაიგოს, - სანამ სააკაშვილი იქნება ხელისუფლების სათავეში, დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.