საკრებულოსთან დევნილებისა და გარე მოვაჭრეების აქცია გაიმართა - კვირის პალიტრა

საკრებულოსთან დევნილებისა და გარე მოვაჭრეების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოსთან გარე მოვაჭრეებისა და აფხაზეთიდან დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ფიქსირებული გადასახადის დაწესება და გარევაჭრობის დაკანონება მოითხოვეს. საპროტესტო აქციაზე აფხაზეთიდან დევნილების მთავარი მოთხოვნა კი თბილისში საცხოვრებელი ფართობის დაკანონება იყო.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ იმ სახლებიდანაც აძევებენ, რომლებშიც ცხოვრობენ. ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შეურაცხყოფასაც აყენებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტული საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ისინი საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინაც გამართავენ.