"ქართული პარტიის" თანამშრომლები დაკავებული არიან
01-11-2010
"ქართული პარტიის" გაუჩინარებული თანამშრომლები დაკავებულები აღმოჩნდნენ. "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ პოლიტორგანიზაციის ოფისის თანამშრომლები ვასილ ჯავახიშვილი და იმედა სისაური უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ და მათი ადგილსამყოფლის დადგენა საპატრულო პოლიციასა და სახალხო დამცველს სთხოვა.

მოგვიანებით პოლიციამ ჯავახიშვილისა და სისაურის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, სამართალდამცავთა ცნობით, ხელყუმბარებით შეიარაღებული ჯავახიშვილი და სისაური არგოს ქუჩა #18-ში დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ.

ამ ქუჩაზე, გურამ ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ეზოში, 13 აგვისტოსა და 14 სექტემბერს
აფეთქება მოხდა. შსს-მ გაავრცელა ვასილ ჯავახიშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის აცხადებს, რომ ჟორჟოლიანს ვალი ჰქონდა და დაშინების გზით მისგან ფულის დაბრუნებას ცდილობდნენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?