პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტად მაია კობახიძე აირჩიეს - კვირის პალიტრა

პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტად მაია კობახიძე აირჩიეს

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის რიგგარეშე ყრილობის მონაწილეებმა ორგანიზაციის პრეზიდენტად მაია კობახიძე აირჩიეს.

მაია კობახიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რასაც ყრილობის მონაწილეთა უკმაყოფილება მოჰყვა და პედაგოგთა ნაწილმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა. გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა მათ პროვოკატორები უწოდა.

ყრილობის მონაწილეებმა ღია კენჭისყრით მაია კობახიძე პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს.

პროფკავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა მანანა ღურჭუმელაძემ თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. ის კანადაშია, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.