სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

გადაუღებელ  წვიმას სამეგრელოში წყალდიდობა მოჰყვა. ხობის რაიონის სოფლებში: ხორგაში, გურფულსა და ქარიატში წყალდიდობაა. მდინარე ხობისწყალმა დამცავი

დამბა გაარღვია, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა პირუტყვი და ფრინველი. მოსახლეობას გაუნადგურდა ზამთრის მარაგი.

დაიტბორა ზუგდიდის რაიონი, სოფლები დიდინეძი და ნარაზენი. მდინარე ჯუმის ადიდების შედეგად სოფელ დიდინეძში ასამდე საცხოვრებელ სახლში წყალი შევიდა. სოფელ ნარაზენში მდინარე სკრაიის ადიდების გამო ასზე   მეტი საცხოვრებელი სახლი  დაიტბორა. ადიდებულმა მდინარემ  გაიტაცა მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 6 კაცი იმყოფებოდა. 5 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა, დაიღუპა მძღოლი, 34 წლის გოჩა ჟვანია.

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დამაკავშირებელ ხიდს ნაკიფუს მონაკვეთში ადიდებულმა მდინარემ ბურჯები გამოაცალა და ჩაანგრია.