სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად 20 კაცი დაშავდა - კვირის პალიტრა

სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად 20 კაცი დაშავდა

"სტამბოლის ცენტრში 31 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 20 კაცი დაშავდა, მათგან 10 პოლიციის თანამშრომელია", - იუწყება ადგილობრივი მედია.

ორი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა. "ბი-ბი-სის" ცნობით, ქალაქის ცენტრში, თაქსიმის მოედანზე, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. მას ჰქონდა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც, რომელიც არ ამოქმედდა.