საინიციატივო ჯგუფის პროექტი მოიწონეს
01-11-2010
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ყველა მედიამფლობელის ვინაობა და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროები საჯარო უნდა იყოს.
ოპოზიციის ერთი ნაწილის აზრით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით მიიღო, მეორე ნაწილი კი ამას მორიგ ფარისევლობას უწოდებს.

სამაგიეროდ, საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომლის მიზანი მედიაგარემოს გაუმჯობესებაა. ამ პროექტის მთავარი ღირსება ის არის, რომ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალების ფლობა ეკრძალებათ. საქართველოს ცენტრალური ტელევიზიების მეპატრონენი კი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გამოკლებით, სწორედ ასეთი კომპანიები
არიან.

პროექტი მოიწონა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, რომელმაც მის ავტორებს მხარდაჭერა აღუთქვა. ცვლილებების პაკეტი მოიწონეს უცხოელმა ექსპერტებმა, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, "თავისუფალი დემოკრატების" ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა.

მათი თქმით, მედიაგამჭვირვალობა მაუწყებლობას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, ჯანსაღ კონკურენციას ხელს შეუწყობს და ხელისუფლება ტელევიზიებს "ჯიბეში
ასე იოლად ვეღარ ჩაისვამს".

ბაქრაძის ინიციატივას მხარი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაუჭირა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით