ინგა გრიგოლია თბილისობის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას მოითხოვს - კვირის პალიტრა

ინგა გრიგოლია თბილისობის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას მოითხოვს

ქრისტიან-დემოკრატები დედაქალაქის მერიისგან თბილისობის დღესასწაულზე დახარჯული თანხების დეტალურ ხარჯთაღრიცხვას მოითხოვენ.

"მოვითხოვთ ოფიციალურად და დეტალურად წარმოადგინონ თბილისობის ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვა. შეგვეძლო, ეს დღესასწაული ორი-სამი დღე აღგვენიშნა, რა საჭირო იყო ათდღიანი დღესასწაული, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა. ეს თანხები მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად შეიძლებოდა დახარჯულიყო.

მაგალითად 10-11-წევრიან ოჯახებს დავასახელებ, რომლებსაც ფაქტობრივად ქუჩაში უწევთ ცხოვრება", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.