ინგა გრიგოლია თბილისობის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას მოითხოვს
ქრისტიან-დემოკრატები დედაქალაქის მერიისგან თბილისობის დღესასწაულზე დახარჯული თანხების დეტალურ ხარჯთაღრიცხვას მოითხოვენ.
"მოვითხოვთ ოფიციალურად და დეტალურად წარმოადგინონ თბილისობის ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვა. შეგვეძლო, ეს დღესასწაული ორი-სამი დღე აღგვენიშნა, რა საჭირო იყო ათდღიანი დღესასწაული, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა. ეს თანხები მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად შეიძლებოდა დახარჯულიყო.
მაგალითად 10-11-წევრიან ოჯახებს დავასახელებ, რომლებსაც ფაქტობრივად ქუჩაში უწევთ ცხოვრება", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.