#1 ლეიბორისტი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

#1 ლეიბორისტი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

"ლეიბორისტული პარტია" საზოგადოებას ეროვნული საგადასახადო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა

განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ერთიანი საგადასახადო სისტემის შექმნა იგეგმება.

ლაპარაკია ყველა კომუნალური გადასახადის ერთ ქვითარზე დატანაზე. თუ მოქალაქეები არ გადაიხდიან ერთ რომელიმე გადასახადს, ყველა კომუნალური მომსახურება შეუწყდებათ. გადასახადების დაგროვების შემთხვევაში კი უძრავ-მოძრავ ქონებას დაუყადაღებენ.

ლეიბორისტების" თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, გამოაცხადონ საგადასახადო დაუმორჩილებლობა, რაც შემდგომ საერთო-სახალხო დაუმორჩილებლობის საფუძველი გახდება.