"ქართული პარტიის" ლიდერები ხელისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

"ქართული პარტიის" ლიდერები ხელისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

"ქართული პარტიის" ლიდერები მიიჩნევენ, რომ პეკინის პროსპექტზე ცეცხლსასროლი იარაღით კობა იობაშვილისა და მისი მეუღლის, ანა კიკნაძის დაჭრა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით,"დაზარალებულები თანაპარტიელი ამირან იობაშვილის ოჯახის წევრები არიან და მომხდარი ფაქტი სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებას არ უკავშირდება. ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირებს უსწორდება.

თუ ხელისუფლება განაგრძობს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებას, მათი აღსასრული უახლოეს პერიოდში გარდაუვალი იქნება.". "ქართულ პარტიაში" აღნიშნეს, რომ კობა იობაშვილის მიმართ ანგარიშსწორება პირველი არ ყოფილა-ადრე მისი კუთვნილი სავალუტო ჯიხური დაარბიეს, ორი თვის წინ კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პოლიციის ვერსიით, მომხდარი იობაშვილის კუთვნილი სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებას უკავშირდება.