მოსკოვი თბილისს პროვოკაციაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

მოსკოვი თბილისს პროვოკაციაში ადანაშაულებს

ჯაშუშების საქმის გამო მოსკოვი თბილისს პროვოკაციაში ადანაშაულებს, თავად საქმეს კი პროპაგანდისტულ ილეთს უწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  "სააკაშვილის რეჟიმი ანტირუსულ ნიადაგზე ქრონიკული ჯაშუშომანიით არის დაავადებული".

ლავროვის უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომენტი "პროვოკაციისთვის" შემთხვევით არ არის შერჩეული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების-ლისაბონის ნატოს სამიტისა და ასტანის ეუთოს სამიტის წინა პერიოდს დაემთხვა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ხმაურიანი სკანდალით  ყურადღების მიქცევას ცდილობს.

Эეს თეთრი ძაფით ნაკერი პროვოკაცია არ მოიტანს იმ შედეგს, რომლის იმედიც ორგანიზატორებს ჰქონდათ",-აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.